დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში, სახალხო დღესასწაული აღინიშნა.
ადგილობრივებისთვის სოფლის დღესასწაულის მისალოცად, ადგილზე ჩავიდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მოადგილე მამუკა ნავერიანი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევი, აგრეთვე თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა სერენ იაზგანი და სხვა მოწვეული სტუმრები.
ღონისძიება ტრადიციულად სოფლის განაპირა ტერიტორიაზე მოეწყო, სადაც ზეიმზე დასასწრებად ადგილობრივები და ამოსული სტუმარები შეიკრიბნენ.
სპეციალურად ამ დღისთვის ჩატარდა კონცერტიც, სადაც ადგილობრივმა შემსრულებლებმა მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. პარალელურად მიმდინარეობდა სპორტული შეჯიბრებები.
ზეიმის შემდეგ სადახლოელებმა სტუმრებს ტრადიციული კერძებით უმასპინძლეს.
სიახლეები
სადახლოში სოფლის სახალხო დღესასწაული აღინიშნა
30 ივლ 2019
მნახველთა რაოდენობა: 5981
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
414
აპრ 22 ოთხ 2020
15587
აპრ 22 შბ 2017
28807
იან 09 ორშ 2017
28368
აგვ 30 სამ 2016
30376
აგვ 27 შბ 2016
29666
სექ 02 პარ 2016
28076
აგვ 26 პარ 2016
27580
აგვ 30 სამ 2016
25722