მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში ლიბერთი ბანკის რეგიონალური ფილიალი გაიხსნა
26 ივლ 2019
 

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ლიბერთი ბანკის რეგიონული ფილიალის გახსნას დაესწრნენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი,  ქალაქ მარნეულში,   ლიბერთი ბანკის  რეგიონული ფილიალის გახსნის საზეიმო ღონისძიებას  დაესწრო.

ამჯერად ბანკმა მარნეულში, ახალი კონცეფციის მქონე რეგიონალური ფილიალი და 24სთ-იანი მომსახურების სერვის ცენტრი  გახსნა.

როგორც ბანკის ხელმძღვანელებმა, ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს განუმარტეს,  განახლებულ სერვის-ცენტრებში მომხმარებლები გამარტივებული საბანკო სერვისებით ისარგებლებენ.

ღონისძიებას სტუმრის სტატუსით ასევე  ესწრებოდნენ  მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევი და  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის  სხვა წარმომადგენლებთან ერთად.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს მასპინძლობა,  ბანკის  რეგიონული ფილიალის დირექტორმა თენგის სვანიძემ და მისმა მოადგილემ თეიმურაზ ლომიამ გაუწიეს.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა,  ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებს ახალი ფილიალის გახსნა მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1384
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2019 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031