სსიპ- რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, სააგენტოსა და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომლის მიზანია, რელიგიურ უმცირესობებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, აღნიშნული სკოლა იწყებს ახალი მიმართულებით სწავლის განხორციელებას.
კერძოდ, პროგრამაში ჩაერთვებიან საქართველოში არსებული რელიგიური უმცირესობების, სასულიერო პირები.
აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფო ენის სწავლება ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ჟვანიას სკოლის მარნეულის რეგიონულ სასწავლო ცენტრში დღეს, პროგრამის გახსნის პრეზენტაცია შედგა, რომელსაც რელიგიის სააგენტოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აგრეთვე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ქვემო ქართლის მხარის პირველი პირები, რელიგიური ლიდერები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე ახალი მიმართულებით სწავლა 3 თვეს მოიცავს, რომელიც ქვემო ქართლის ორ მუნიციპალიტეტში, მარნეულსა და დმანისში განხორციელდება.
სიახლეები
ჟვანიას სკოლა ახალ სასწავლო კურსს იწყებს
22 ივლ 2019
მნახველთა რაოდენობა: 5106
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
407
აპრ 22 ოთხ 2020
15577
აპრ 22 შბ 2017
28792
იან 09 ორშ 2017
28360
აგვ 30 სამ 2016
30371
აგვ 27 შბ 2016
29663
სექ 02 პარ 2016
28069
აგვ 26 პარ 2016
27572
აგვ 30 სამ 2016
25719