მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კირაჩ-მუღანლოში სასმელი წყლის მასშტაბური პროექტი ხორციელდება
22 ივლ 2019
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი, სოფელ კირაჩ-მუღანლოში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

მუნიციპალიტეტის პირველი პირი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად,  პროექტის მიმადინარეობას ადგილზე გაეცნო და სამუშაოების მწარმოებელ კომპანიებს კონკრეტული მითითებები მისცა.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩ-მუღანლოს სასმელი წყლის ჭაბურღილების, სატუმბო სადგურის, რკ/ბეტონის წყალშემკრები რეზერვუარის, წყალსადენი მაგისტრალის, სოფლის შიდა ქსელისა და გამრიცხველიანების მოწყობა.

საპროექტო მაგისტრალი მოეწყობა პოლიეთილენის მილით, რომლის სიგრძეა 21 884 მეტრია,  რომლის მეშვეობითაც მოხდება 304 ოჯახის  წყალმომარაგება.

პროექტის ხორცილედება რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 704 787 ლარს შეადგენს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4666
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1943
სექ 19 სამ 2023
2208
ივლ 05 ოთხ 2023
2335
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930