დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, პროექტ „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ და "საქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივის“ წარმომადგენლები, ახლადარჩეულ მერს, ზაურ დარგალს შეხვდნენ, სადაც წარმოადგინეს პროექტის პრეზენტაცია და აგრეთვე, მუნიციპალიტეტთან, ამ ეტაპამდე ერთობლივად გაწეული სამუშაოები შეაჯამეს.
შეხვედრას მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, მერიის თანამშრომლები და WASH - ის საბჭოს წევრები ესწრებოდნენ, სადაც საუბარი შეეხო აღნიშნული საბჭოს შემადგენლობის გადახალისების საკითხსაც.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე იმსჯელეს პროექტით გათვალისწინებულ სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტულ საკითხებზე.
მოგეხსენებათ, რომ პროექტის ძირითადი მიზანია სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური თემების ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, დისკრიმინაციის თავიდან აცილება, წყალთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და WASH სტანდარტების დამკვიდრება დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გზით.
სიახლეები
მერიაში WASH-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
26 ივნ 2019
მნახველთა რაოდენობა: 5889
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
408
აპრ 22 ოთხ 2020
15582
აპრ 22 შბ 2017
28796
იან 09 ორშ 2017
28361
აგვ 30 სამ 2016
30371
აგვ 27 შბ 2016
29666
სექ 02 პარ 2016
28072
აგვ 26 პარ 2016
27577
აგვ 30 სამ 2016
25719