მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში 31 დევნილ ოჯახს სახლები აუშენდებათ
26 ივნ 2019
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ეგრეთწოდებულ  ელევატორის დასახლებაში, ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ, საჩხერიდან მიწისძვრის დროს ჩამოსახლებულ  დევნილ  ოჯახებს  საცხოვრებელი სახლები აუშენდებათ.

აღსანიშნავია, რომ ახალი სახლებით დაკმაყოფილდება 31 ოჯახი. სახლების მშენებლობის ნებართვაზე მერიის მხრიდან შესაბამისი დოკუმენტაცია, აღნიშნულ ოჯახებს,  დღეს ჩაბარდათ.

ღონისძიება, მარნეულის მერიაში გაიმართა, რომელსაც  ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი  და ლტოლვილთა  დანიის საბჭოს  სტრატეგიული პარტნიორობის მენეჯერი ნინო ხოხობაია ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ სახლების მშენებლობა  პროექტ „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“– ის ფარგლებში მოხდება.  რომლის დონორიც  გახლავთ  გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (KfW), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობა.

პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული და მასპინძელი თემების ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში, სოციალური და საგანმანათლებლო სერვისების, გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფით და დევნილთა   საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების გზით.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, საქართველოს, გრანტის სახით, 10 მილიონ ევროს გადმოსცემს, რომლის ერთ–ერთი კომპონენტია მარნეულში დევნილი ოჯახებისს ბინებით უზრუნველყოფა. 31  დევნილი ოჯახისთვის, რომლებიც ადგილზე წლებია ცხოვრობენ და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან, მოეწყობა სოფლის ტიპის დასახლება, სადაც მომავალი წლებსითვის  იგეგმება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობაც.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6262
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1913
სექ 19 სამ 2023
2151
ივლ 05 ოთხ 2023
2287
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930