მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მუნიციპალიტეტის მერი მეორე ქესალოს მოსახლეობას შეხვდა
25 ივნ 2019
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი, კაპანახჩის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მეორე ქესალოს ეწვია, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები დეტალურად გამოიკითხა.

ახლადარჩეულმა მერმა, ასევე მოინახულა მიმდინარე წელს, სოფელში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებიც.

მერმა, მოქალაქეებთან  აღნიშნული სოფლის ბუნებრივი  აირით მომარაგების საკითხზეც იმსჯელა, ვინაიდან წლებია მეორე ქესალოს მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირით მომარაგების პრობლემა აწუხებთ. აღნიშნულ სოფელში, გაზიფიცირების სამუშაოები  გარკვეულ უბნებში  წლების წინ განხორციელდა,  ნაწილში კი კვლავ დგას  ამ მიმართულებით საჭირო ღონისძიებების გატარების აუცილებლობა.

როგორც მერმა, ადგილობრივებთან საუბარში აღნიშნა, მათთვის ბუნებრივი აირით მომარაგების უზრუნველსაყოფად,  იშუამდგომლებს შესაბამის კომპანიებთან, რათა  აღნიშნულ სოფელში დაჩქარდეს  გაზიფიცირების პროცესი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6160
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1892
სექ 19 სამ 2023
2125
ივლ 05 ოთხ 2023
2261
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930