ქალაქ მარნეულის ახლადაშენებული №1 საჯარო სკოლა, საზეიმო გახსნისთვის ემზადება. აღსანიშნავია, რომ ახალი სასწავლო წლიდან ექსპლუტაციაში შევა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შენობა, რომელიც 350 მოსწავლეზეა გათვლილი და აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით და სახანძრო უსაფრთხოების სისტემით.
ახლადაშენებული სკოლა, დაათვალიერა მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა რესურსცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად.
საგანმანათლებლო დაწესებულება ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. პროექტის ფარგლებში სკოლაში, ასევე, მოეწყობა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები და ღია სპორტული მოედანი.
სიახლეები
მერმა ახლადაშენებული №1 საჯარო სკოლა დაათვალიერა
20 ივნ 2019
მნახველთა რაოდენობა: 6908
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
334
აპრ 22 ოთხ 2020
15535
აპრ 22 შბ 2017
28721
იან 09 ორშ 2017
28311
აგვ 30 სამ 2016
30334
აგვ 27 შბ 2016
29625
სექ 02 პარ 2016
28008
აგვ 26 პარ 2016
27519
აგვ 30 სამ 2016
25687