მარნეულში ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებულ გადაჭრილ გორაზე, ეროვნული მუზეუმის და ტორონტოს უნივერსიტეტის ერთობლივმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მიმდინარე წლის არქეოლოგიური სამუშაოები დაასრულა.
აღნიშნულ ძეგლზე სამუშაოები თითქმის ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სამუშაოების დასრულების პროცესს, დღეს ადგილზე გაეცნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.
ექსპედიციის ხელმძღვანელმა პროფესორმა მინდია ჯალაბაძემ, ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორ არქეოლოგთან სტივ ბატიუკთან ერთად შეხვედრის დამსწრეებს წლევანდელი სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ადგილზე განხილული იქნა მუზეუმის კონცეფციის საკითხები და ამ მიმართულებით დაგეგმილი სამომავლო ნაბიჯები.
აღსანიშნავია, „გადაჭრილი გორის“ დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით, 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხები, რათა ადგილზე სამუზეუმო სივრცის მოწყობის მიზნით, ეტაპობრივად ჩატარდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
პირველ ეტაპზე დაგეგმილია ცენტერალური გზიდან ძეგლამდე ქვაფენილის მოწყობა და ძეგლის შესაბამისი სტანდარტებით გადახურვა, რისთვისაც დაახლოებით 1 200 000 ლარია გათვალისწინებული.
სიახლეები
„გადაჭრილ გორაზე“ წლევანდელი არქეოლოგიური სამუშაოები დასრულდა
12 ივნ 2019
მნახველთა რაოდენობა: 6076
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
389
აპრ 22 ოთხ 2020
15570
აპრ 22 შბ 2017
28771
იან 09 ორშ 2017
28345
აგვ 30 სამ 2016
30360
აგვ 27 შბ 2016
29655
სექ 02 პარ 2016
28056
აგვ 26 პარ 2016
27559
აგვ 30 სამ 2016
25717