მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

26 მაისი მარნეულში გრანდიოზულად აღინიშნა
26 მაი 2019
 

26 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტში საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსების 101 წლისთავისადმი მიძღვნილი  გრანდიოზული ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, დილიდან გამოიფინა სამხედრო ტექნიკა.  მოეწყო სხვადასხვა კულტურული, სპორტული ღონისძიებები და თემატური გამოფენები.

მარნეულის ბიბლიოთეკის  სკვერში წარმოდგენილი იყო  მუნიციპალიტეტში არსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების ფოტო- გამოფენა.

ადგილობრივებისთვის,   დამოუკიდეებლობის დღის მისალოცად, მარნეულს ეწვივნენ  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე  ლია გიგაური და   სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი.

სადღესასწაულო ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ  მარნეულის მაჟორიტარი- დეპუტატები  თამაზ ნავერიანი და  რუსლან გაჯიევი, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი  ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და  ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები .

აღსანიშნავია, რომ ანსამბლ „აღსავალისა“  და ახალგაზრდა მომღერალ  შაბან მამედოვის მიერ, ერთობლივად შესრულდა საქართველოს ჰიმნი.

ღონისძიების პირველ ნაწილში მოსახლეობის წინაშე სხვადასხვა მუსიკალური თუ საცეკვაო ნომერებით წარდგნენ კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივები.

დღის ბოლოს ანსამბლ „მგზავრებისა“ და თეატრალური კვარტეტის მონაწილეობით გალა-კონცერტი გაიმართა.

26 მაისისადმი მიძღვნილი  ღონისძიება მარნეულში ფოიერვერკით დასრულდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5403
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1945
სექ 19 სამ 2023
2210
ივლ 05 ოთხ 2023
2336
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930