მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულს ეწვია
19 მარ 2019
 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დღეს  ქვემო ქართლის რეგიონს ეწვია და პირველი შეხვედრა მარნეულში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა.

პრეზიდენტის რეგიონში სტუმრობის მიზანი, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, საქართველოს რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და რეგიონების განვითარების მხარდაჭერაა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ მდგომარეობას, რეგიონის ეკონომიკურ, კულტურულ და ტურისტულ პოტენციალს. საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონში ეთნიკური უმცირესობების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისა და სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ქართული ენის სწავლების მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალის ზრდაზე, კულტურული და ბიომრავალფეროვნების გათვალისწინებით, ახალი ტურისტული მარშრუტების შემუშავებასა და წამოწევაზე, სხვადასხვა ფესტივალების ხელშეწყობაზე, განსაკუთრებით თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით. მარნეულის მერიაში  გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები ქეთევან მახარაშვილი და ქეთევან თათოშვილი, კოტე ნაცვლიშვილი.

მარნეულში სტუმრად მყოფი პრეზიდენტი,  რეგიონში ქართული ენის სწავლების საკითხით  დაინტერესდა, იგი მარნეულში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის რეგიონულ ცენტრს და თამარისის საჯარო სკოლას ეწვია და სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა სკოლის მოსწავლეებთან საუბრისას აღნიშნა, ქვემო ქართლის რეგიონს განვითრების უდიდესი პოტენციალი გააჩნია და ამ პოტენციალს ათვისება სჭირდება, როგორც ტურისტული და ეკონომიკური, ასევე კულტურული განვითარების მიმართულებით. პრეზიდენტის განცხადებით, ისეთ მრავალეთნიკურ რეგიონში, როგორც ქვემო ქართლია, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ენის სწავლების გაძლიერება და ხელშეწყობა, რათა ეთნიკურმა უმცირესობება სწრაფად შეძლონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ვიზიტის ფარგლებში,  ქვემო ქართლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ დამია-გეურარხში სასათბურე მეურნეობაც მოინახულა და დასაქმებულებს შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე დაათვალიერა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზკენდში სახელმწიფოს ხელშეწყობით გახსნილი და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა - შპს „მზა ჩითილი“. მეურნეობაში, სადაც 30 ადამიანია დასაქმებული, წლიურად 30 მილიონი ჩითილის წარმოებაა შესაძლებელი

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6499
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1906
სექ 19 სამ 2023
2143
ივლ 05 ოთხ 2023
2280
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930