მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სამოქალაქო ბიუჯეტი 2018 - სიახლეები

 

2018 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები დასრულდა
04 აგვ 2017
 

დღეს, 4 აგვისტოს, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ხოჯორნის ადმინისტრაციული ერთეულით დასრულდა. 2018 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ დაგეგმვისა და 2019, 2020 და 2021 წლის პრიორიტეტების განსასაზღვრად მიმდინარე წლის 26 ივლისიდან საინფორმაციო შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობდა მარნეულის მუნიციპალიტეტის 18–ვე ადმინისტრაციულ ერთეულში. შეხვედრებზე მოქალაქეებს განემარტათ თუ, რას გულისხმობს „სამოქალაქო ბიუჯეტი“, როგორ განხორციელდა 2015–2016 წლებში და რა სარგებელი მოაქვს თითოეული მოქალაქისთვის. მოსახლეობას ასევე, მიეწოდათ ინფორმაცია იმ ცვლილებების შესახებ, რომელსაც პროექტი ითვალისწინებს. შეხვედრის ბოლოს მოქალაქეებს მიეცათ პრაქტიკული დავალება, სადაც ჩამოწერეს მათ თემში არსებული პრიორიტეტული პრობლემები და ისაუბრეს თუ, რომლის განხორციელებას ისურვედნენ და დაასაბუთეს რატომ. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია წარმოადგინოს პროექტი, რომელიც გათვალისწინებული იქნება 2018 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტში“ . საპროექტო განაცხადები მიიღება 25 აგვისტოს ჩათვლით, 12:00 საათამდე. შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, საკუთარი ინიციატივით, 2015 წლიდან, თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი „სხვა სივრცისა“, და ა(ა)იპ „ერთიანი კავკასია“-ს დახმარებით დაიწყო მოქალაქეთა ახალი ჩართულობის მექანიზმის „სამოქალაქო ბიუჯეტი“-ს განხორციელება, რომლის მიზანია, მოქალაქეთა ჩართულობის დამატებითი მექანიზმის დანერგვის გზით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, თვითმმართველობის განხორციელებაში, მათი მონაწილეობის გაზრდა, ბიუჯეტირების პროცესში მოსახლეობის მოთხოვნების ეფექტური წარმოჩენა, ასევე ბიუჯეტის გამჭვირვალობის გაზრდა და თვითმმართველობის მიერ მოქალაქეებთან ახლო კომუნიკაციის დამყარება. „სამოქალაქო ბიუჯეტი” გულისხმობს, მოქალაქეთა მხრიდან ახალი, ინოვაციური იდეებისა და ინიციატივების წარმოჩენასა და დაფინანსებას, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც შერჩეული იქნება „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მხარდამჭერი საბჭოს მიერ, პროექტისთვის დადგენილი წესების შესაბამისად. „სამოქალაქო ბიუჯეტი“, მოქალაქეებს საშუალებას აძლევს უშუალო მონაწილენი გახდნენ თვითმმართველობაში მიმდინარე პროცესებში და უშუალოდ მათ მიიღონ მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმარებაში,სადაც გათვალისწინებული იქნება და შესრულდება მოქალაქების მიერ წარმოდგენილი იდეები. შესაბამისად „სამოქალაქო ბიუჯეტი“ ხელს უწყობს: დემოკრატიული პროცესების განვითარებას; მოქალაქეების გააქტიურებას; თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობას; საზოგადოებას და ადგილობრივი ხელისუფლებას შორის კონფლიქტების პრევენციასა და ნდობის ზრდას; ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მიმართ მოქალაქეების კმაყოფილების ზრდას; საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას – ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის შესახებ; მოსახლეობის მონაწილეობასს ბიუჯეტის დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში; თვითმმართველობის მიერ დახარჯული თანხების გამჭვირვალობას და ეფექტურ მართვას; სამოქალაქო ბიუჯეტი ნათელი მაგალითია იმისა, რომ მოქალაქეთა ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში თვითმმართველობის დემოკრატიული განვითარების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პორობაა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მარნეულის მუნიციპალიტეტი არის პირველი, რომელმაც 2015 წელს დანერგა „სამოქალაქო ბიუჯეტი“ და დღემდე ახორიცელებს. მოგახსნებთ, რომ წელს "სამოქალაქო ბიუჯეტი" პოლონელი ექსპერტების ჩართულობის გარეშე განხორციელდება. მარნეულის მუნიციპალიტეტში "სამოქალაქო ბიუჯეტის" განხორციელება და ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად თითოეული მაცხოვრებლის აქტიურობა და ინიციატივა პროცესის სრულყოფილად განხორციელებისთვის აუცილებელია. „სამოქალაქო ბიუჯეტის“ განხორციელბის პროცესის ხელშეწყობა გასულ წლებში, დაფინანსებული იყო საერთაშორისო სოლიდარობის ფონდის მიერ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით პროგრამის „დემოკრატიის მხარდაჭერა“-ს ფარგლებში. პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტს“ საქართველოში ახორციელებს ფონდი „სხვა სივრცე“.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2665
 
 
 
სამოქალაქო ბიუჯეტი 2018 - სიახლეები
 
 
სიახლეები
2020 თებერვალი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829