მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სამოქალაქო ბიუჯეტი 2017 - სიახლეები

 

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მე–5 ზონის პროექტების არჩევა
02 სექ 2016
 

დღეს, 2 სექტემბერს, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მე–5  ზონის,  რომელშიც შედის დამია–გეურახის, შაუმიანისა და წერაქვის  ადმინისტრაციული ერთეულები, მოქალაქეთა მხრიდან შემოსული პროექტების ხმის მიცემის პროცედურა ჩატარდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ გამგებლის პირველი მოადგილე ზაურ ტაბატაძე, რომელიც ასევე ხელმძღვნელობს პროექტის ფარგლებში შექმნილ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მხარდამჭერ საბჭოს,  პროექტის ავტორები, „წარმომადგენლობითი საბჭოს“ წევრები, აქტიური მოქალაქეები და სხვა დაინტერესბული პირები.
შეხვედრაზე  გამგებლის პირველმა მოადგილემ ზაურ ტაბატაძემ, დამსწრე აუდიტორიას გააცნო პროექტის შედეგები, უპასუხა მათ შეკითხვეს და დეტალურად განუმარტა საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

შეხვედრაზე, მოქალაქეებმა „წარმომადგენლობითი საბჭოს“ წევრებთან ერთად, რომელიც დაკომპლექტებულია აქტიური მოქალაქეებისაგან, განსაზღვრეს მათთვის პრიორიტეტული პროექტები და კონსესუსის მიღწევის გზით აირჩიეს ის პროექტები, რომელიც 2017 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.
მოქალაქეთა გადაწყვეტილებით მეხუთე ზონიდან სულ შემოვიდა 21 საპროექტო განაცხადი, საიდანაც 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება 7 პროექტი: 
წერაქვი –1 ; შაუმიანი –1 ; ხიხანი – 1; დამია გეურახიდან– 1; დამია –1 ; კიროვკა – 1; ახლო–ლალო – 1;
იხილეთ მოქალაქეთა მიერ მე–5 ზონიდან  არჩეული პროექტები (PDF)
იხილეთ მე–5 ზონაში შემოსული პროექტების  სრული სია (PDF)

 
 
მნახველთა რაოდენობა: 10296
 
 
 
სამოქალაქო ბიუჯეტი 2017 - სიახლეები
 
 
სიახლეები
2021 იანვარი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031