მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სამოქალაქო ბიუჯეტი 2017 - სიახლეები

 

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში ხმის მიცემის პროცედურები დაიწყო
30 აგვ 2016
 

დღეს, 30 აგვისტოს, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში პირველი ზონისათვის, რომელშიც შედის მარნეულისა და ყიზილაჯლოს ადმინისტრაციული ერთეულები, მოქალაქეთა მხრიდან შემოსული პროექტების ხმის მიცემის პროცედურა ჩატარდა.

შეხვედრაზე, მოქალაქეებმა კონსესუსის მიღწევის გზით აირჩიეს მათთვის პრიორიტეტული პროექტები, რომელიც 2017 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.
იხილეთ, მოქალაქეთა მიერ არჩეული პროექტები (PDF)
პირველ ზონაში, სულ  შემოვიდა 18 საპროექტო განაცხადი, აქედან 11 შედიოდა მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში. 3 პროექტი – გარკვეული პროცედურების შემდეგ განხორციელდება. 2 არ განეკუთვნებოდა მუნიცპალიტეტის კომპეტენციას. 1 პროექტის განხორციელება, კი ამ ეტაპისთვის შეუძლებელია. 18 პროექტიდან სხვადასხვა მოქალაქეების მიერ შემოსული იყო 2 ერთი და იგივე პროექტი, რომელიც მოქალაქეთა თანხმობის შემდეგ გადაკეთდა ერთ პროექტად.
იხ.პირველი ზონის სრული სია (PDF)
ცნობისთვის, წელს პროექტის ფარგლებში შემოვიდა 137 საპროექტო განაცხადი. პროექტების მიღება მიმდინარეობდა 2016 წლის 01 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით.
შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტი დაიყო 6 ზონად. თითოეულ ზონაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 250 000 ლარი, რომელიც მოხმარდება მოქალაქეთა საპროექტო  განაცხადების განხორციელებას.

სამოქალაქო ბიუჯეტი არის მუდმივი პროცესი, რომელიც ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს. 
წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 1 500 000 ლარი. 
ხმის მიცემის პროცედურები ეტაპობრივად გაგრძელდება, რომელიც მიმდინარე წლის 02 სექტემბერს დასრულდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 13225
 
 
 
სამოქალაქო ბიუჯეტი 2017 - სიახლეები
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930