მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
2015-08-22

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „ONE CAUCASUS”-ის პროგრამის ინტერდისციპლინარული ვორქშოფების ფარგლებში პოლონელმა ვოკალისტმა მამდუ დიუფმა მარნეულის კულტურის სახლში ადგილობრივ მუსიკალურ ბენდებს „მაუგლი“-ს და „მარნელი“-ს მუსიკალური ვორქშოპები ჩაუტარა.

ვრცლად
2015-08-21

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „ONE CAUCASUS”-ის პროგრამის ინტერდისციპლინარული ვორქშოფები გრძელდება. დღეს, სოფელ ქვემო სარალში არაფორმალურ გარემოში ადგილობრივ ბავშვებს ჩაუტარდათ ვორქშოპი თემაზე „კომუნიკაცია“, რომელიც ითვალისწინებდა შემდეგ პრეზენტაციებს: რა არის კომუნიკაცია, სწორი კომუნიკაციის ფორმები და ურთიერთობები დისკუსიის ფორმატში.

ვრცლად
2015-08-20

20 აგვისტოს, სოფელ წერაქვში, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „ONE CAUCASUS”-ის პროგრამის ინტერდისციპლინარული პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ ბავშვებს არაფორმალურ გარემოში, ჩაუტარდათ ვორკშოპი თემაზე - „ბავშვები სიტყვებში“, რომელიც მხატვრული ლიტერატურის განხილვასა და მოთხრობების წერის სწავლებას ითვალისწინებდა.

ვრცლად
2015-08-19

ფესტივალ „One caucasus“–ის 27 აგვისტოს პროგრამა

12:00  საათზე  დაიწყება :

  • პროექტ  „თანამონაწილეობით ბიუჯეტის“ მონაწილეების შეკრება და  მხარდაჭერილი პროექტების გამოვლენა,  მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისგან შემდგარი საბჭოს მიერ.
  • ბაშვების ზონა
  • კინოჩვნება ღია ცის ქვეშ

20:00  საათზე  ფესტივალის გახსნა:

ვრცლად
2015-08-18

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, სოფელ წერაქვში,  ფესტივალ  „ONE CAUCASUS“ –ში  (ერთიანი კავკასია)  მონაწილე  მოხალისეები მოინახულა.

ვრცლად
2015-08-19

One Caucasus (ერთიანი  კავკასია) არის საერთაშორისო  ფესტივალი, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან  იმართება და ახორციელებს გრძელვადიან  მრავალფეროვან  პროგრამას   სამი მეზობელი კულტურის გადაკვეთაზე ( საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი).

ვრცლად
2015-08-19

დღეს, სოფელ წერაქვში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „ONE CAUCASUS”-ის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივ ბავშვებს ჩაუტარდათ ვორკშოპი თემაზე „კავკასიური ამბები“, რომელიც ინტერვიუს ჩაწერისა და გაშუქების სწავლების ტექნიკას ითვალისწინებდა.

ვრცლად
2015-08-19

გთავაზობთ ფესტივალ ,,ONE CAUCASUS 2015“-ის მოხალისეების პირველი ნაკადის  შემადგენლობას და მათ შესახებ ინფორმაციას. ისინი შემოგვთავაზებენ საინტერესო სხვადსხვა თემატიკის ვორკშოპებსა  და ექსპერიმენტებს!

ვრცლად
2015-08-12

11 აგვისტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში ინტერდისციპლინარული ფესტივალისთვის „ONE CAUCASUS“ –სთვის (ერთიანი კავკასია) მზადება დაიწყო, რომელიც მოხალისეების მიღებას გულისხმობს.

ვრცლად
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031