მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

 

მარნეული საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს
28 აგვ 2015
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში გაიხსნა საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ – „ONE CAUCASUS”.

ფესტივალის გახსნას ესწრებოდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი , მეზობელი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, სხვადასხვა სამინიტროს წარმომადგენლები, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები, ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და სხვა მოწვეული სტუმრები.
ფესტივალის პირველი საკონცერტო დღე მრავალფეროვანი იყო. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ქონდა მოესმინა სხვადასხვა შემსრულებლებისთვის, როგორებიც არიან ვარშავული საყვირები (Warsaw Horns (Poland)) შოთა ადამაშვილი, ჯგუფი – დაბადებით მოსიყვარულეები (Natural Born Lovers (Georgia/USA)) და ჯგუფი ბამბირი (The Bambir (Armenia)). შემსრულებლებს დამსწრე საზოგადოება დიდი ოვაციებით და სიხარულით შეხვდა.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ – „ONE CAUCASUS” არის საერთაშორისო და ამავე დროს გრძელვადიანი პროგრამა სამი მეზობელი ქვეყნის კულტურის გადაკვეთაზე (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი), რომლის მთავარი მიზანია შეიქმნას შთამაგონებელი, მშვიდობიანი და უსაფრთხო სივრცე კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. 
ფესტივალი საქართველოში 2014 წლიდან იმართება და ახორციელებს გრძელვადიან მრავალფეროვან პროგრამას სამი მეზობელი კულტურის გადაკვეთაზე ( საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი). ფესტივალი სიმბოლურად ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვართან, მარნეულის მუნიციპალიტეტის პატარა სოფელ წერაქვში.
„ONE CAUCASUS” –ი თავს უყრის მუსიკოსებს, ხელოვანებს, ანიმატორებს, არქიტექტორებს და მოხალისეებს როგორც კავკასიის რეგიონიდან, ასევე მთლიანად მსოფლიოდან. თუმცა ყველაზე მთავარი ის არის, ONE CAUCASUS” –ი აქტიურად მუშაობს ადგილობრივ საზოგადოებაზე. პროგრამის ფარგლებში იქმნება საგანმანათლებლო პროგრამები, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის, მათი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით. 
პროექტი ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის თანადგომით და პოლონეთის რესპუბლიკის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში კი ა.(ა)ი.პ „ერთიანი კავკასია“ და ფონდი „სხვა სივრცე“ ( “Other Space Fundation“) ახორციელებს.
ფესტივალი კიდევ ორი დღის განმვალობაში( 28 და 29 აგვისტო) გაგრძელდება. 29 აგვისტოს კი ფესტივალი გრანდიოზულად დაიხურება.
ფესტივალის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ:

https://www.facebook.com/OneCaucasus?fref=ts; 
http://www.onecaucasus.org/
http://marneuli.gov.ge/
https://www.facebook.com/marneuli.gov.ge?ref=hl

 
 
მნახველთა რაოდენობა: 21212
 
 
 
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031