მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

 

მარნეულში ფესტივალ „ONE CAUCASUS“ -ის პირველი მოხალისეები ჩამოვიდნენ
12 აგვ 2015
 

11 აგვისტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში ინტერდისციპლინარული ფესტივალისთვის „ONE CAUCASUS“ –სთვის (ერთიანი კავკასია) მზადება დაიწყო, რომელიც მოხალისეების მიღებას გულისხმობს.

მიმდინარე ფესტივალის ფარგლებში სოფელ წერაქვში მექსიკელი, პოლონელი, აზერბაიჯანელი და ქართველი მოხალისეების პირველი ნაკადი ჩამოვიდა.
პირველ საინფორმაციო შეხვედრაზე მოხალისეებმა სამუშაო დღის წესრიგზე, საკუთარ პოტენციალზე ფესტივალის დასახმარებლად და არაფორმალური განათლების ფარგლებში სამომავლო ინიციატივებზე ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ ფესტივალ „ONE CAUCASUS“ -ის მოხალისეთა საერთაშორისო პროგრამა აცხადებს მოხალისეების მიღებას ვორკშოპებისა და ინიციატივების ორგანიზებაში.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 20695
 
 
 
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031