მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულელმა ვეტერანმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
12 ივნ 2023
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მერის პირველმა მოადგილემ როინ დეკანოიძემ,  ოჯახის წევრებმა და გულშემატკივრებმა, ვეტერან ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მარნეულელ ძიუდოისტებს, აეროპორტში,  მიღწეული წარმატებები მიულოცეს.

მიმდინარე წლის 6-11 ივნისს, სლოვენიაში, ქალაქ პოდჩერტრეკში ვეტერან ძიუდოისტებს შორის, ევროპის ჩემპიონატზე, პირველი ადგილი დაიკავეს მარნეულელმა ძიუდოისტებმა სანდრო იაკობაშვილმა და გიგლა წიფიანმა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ულოცავს სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას!

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1240
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
741
სექ 19 სამ 2023
1019
ივლ 05 ოთხ 2023
1367
 
 
სიახლეები
2023 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031