მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მერიაში წითელი ჯვრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
25 იან 2023
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში წითელი ჯვრის/წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებთან და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მარნეულის ფილიალის თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრა კვლევის ფორმატში, ჯგუფური დისკუსიის მეთოდით ჩატარდა.

კვლევის მიზანს წარმოადგენს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის ანალიზი თუ რა გავლენა მოახდინა COVID 19–ის პანდემიამ წითელი ჯვრის პროგრამებზე, მომავალში თემთა ჩართულობის, ანგარიშგების  პროგრამების და სერვისების ხილვადობის გაზრდის მიზნით.

შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე და განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი ელგუჯა კუპატაძე ესწრებოდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1287
 
 
 
სიახლეები
ივლ 05 ოთხ 2023
557
 
 
სიახლეები
2023 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930