მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024
06 სექ 2022
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, მარნეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საკითხებზე მოქალაქეთათვის საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.

სამართლებრივი კონსულტაცია მოქალაქეებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა  გაუწიეს, მსურველებს ადგილზე მიეცათ ვებპორტალზე: SLR.napr.gov.ge რეგისტრაციის შესაძლებლობა.

შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე ესწრებოდა.

აღნიშნული, რეფორმის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.

სისტემურ რეგისტრაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2024 წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3324
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1721
სექ 19 სამ 2023
1966
ივლ 05 ოთხ 2023
2139
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031