მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
23 აგვ 2022
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის  მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მარნეულის მუნიციპალიტეტის  მაღალმთიან სოფლებში - ახკერპი, ცოფი და ოფრეთი, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერეს.

სოფელ ახკერპსა და ცოფში აქტიურად მიმდინარეობს შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, სოფელ ოფრეთში - მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა. პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელთა ჯამური ღირებულება 950 000 ლარია.

მიმდინარე სამუშაოებს მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე გაეცნენ, მერის პირველი მოადგილე, როინ დეკანოიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2277
 
 
 
სიახლეები
ივლ 05 ოთხ 2023
535
 
 
სიახლეები
2023 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930