მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

04 ივლ 2022
 

ევროკავშირის მხარდაჭერით, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ფორმირების მიზნით, CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროექტი დაიწყო.

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე აღდგენისთვის“  4 წლის განმავლობაში ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების 8 მუნიციპალიტეტში შემდეგი მიმართულებით იმუშავებს:
• სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება;
• მონაწილეობრივი დემოკრატიის პრაქტიკების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე;
• ადგილობრივი ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა სოციალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით.
პროექტის პრეზენტაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი დოხტურიშვილთან, გარდაბნის, დმანისის,თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტების მერებმა CENN-თან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2242
 
 
 
სიახლეები
დეკ 31 შბ 2022
966
 
 
სიახლეები
2023 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031