მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში მულტიეთნიკური ფესტივალი „შინ“ გაიმართა
13 ივნ 2022
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში, კულტურის ცენტრის ორგანიზებით მულტიეთნიკური ფესტივალი „შინ“ გაიმართა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მულტიკულტურული პროგრამა, სხვადასხვა სახის პერფორმანსები, საფესტივალო სივრცე გაფორმებული იყო ორიგინალური დეკორაციული ფიგურებით.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და მოწვეული არტისტები. მარნეულის კულტურის ცენტრის თეატრალური დასის წარმომადგენლები, ცეკვის და ფოლკლორის ანსამბლები.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი პირველად ჩატარდა, რომლის მიზანს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების  კულტურის თვითმყოფადობის შენარჩუნება-პოპულარიზაცია წარმოადგენს.

ფესტივალს მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, ზაურ დარგალი, მარნეულის მერი, კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

„მულტიკულტურული ფესტივალი მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის, რადგან უკეთ წარმოაჩენს მარნეულის მრავალფეროვნებას. მადლობა მინდა გადავუხადო მარნეულის კულტურის ცენტრს და ფესტივალის ორგანიზატორებს აღნიშნული ღონისძიებისათვის“ - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1473
 
 
 
სიახლეები
ნოემ 22 სამ 2022
93
აგვ 12 პარ 2022
1103
 
 
სიახლეები
2022 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930