დღეს, მარნეულის კულტურის ცენტრში, მერის კენან ომაროვის ინიციატივით, აზერბაიჯანის აბდულა შაიგის სახელობის სახელმწიფო თოჯინების თეატრი წარდგა მაყურებელთა წინაშე.
მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, პირევლ მოადგილესთან როინ დეკანოიძესთან ერთად, თეატრის დირექტორს რაშად ახმადზადდეს და თეატრის დასს მერიაში უმასპინძლეს.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის აბდულა შაიგის სახელობის სახელმწიფო თოჯინების თეატრი საქართველოში თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების ფესტივალის „თაობა“ ფარგლებში იმყოფება.