მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ცენტრელური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმირში „გადაჭრილი გორა“ დაათვალიერეს
20 მაი 2022
 

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმირში „გადაჭრილი გორა“  დაათვალიერეს. ადგილზე გაეცნენ ძეგლის არსებულ მდგომარეობას და შეხვდნენ ტორონტოს უნივერსიტეტის ექსპედიციას.

აღსანიშნავია, რომ იმირში „გადაჭრილი გორა“ მუნიციპალიტეტმა კულტურის სამინისტროს გადასცა, რათა მოხდეს ძეგლის მოვლა/პატრონობა და ტურისტული ადგილის განვითარება.

შეგახსენებთ, რომ მარნეულში იმირში „გადაჭრილ გორაზე“ 2015 წლიდან არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს, არქეოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩენილია ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული უძველესი ღვინის ჭურჭელი.

კომპლექსური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოაშინაურა ველური ვაზი და ღვინო დაწურა. ეს ჩვენს ქვეყანას და კონკრეტულად მარნეულს მსოფლიო დონის მნიშვნელოვან კულტურულ და ტურისტულად მიმზიდველს ხდის.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1397
 
 
 
სიახლეები
ნოემ 22 სამ 2022
167
აგვ 12 პარ 2022
1188
 
 
სიახლეები
2022 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031