მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კამპანია „ვიცრებით ერთმანეთისთვის“
22 დეკ 2021
 

საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიის „ვიცრებით ერთმანეთისთვის“ ფარგლებში,   მარნეულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ქეშალოსა და კაპანახჩიში შეხვედრები გაიმართა. ღონისძიების  მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ვაქცინაციის მნიშვნელობის და საჭიროების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის მსურველებმა ადგილზე ჩაიტარეს Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრა, სრულად აღჭურვილი მოძრავი ამბულატორიის და სათანადო ბრიგადების დახმარებით.

კამპანიაში მონაწილეობა მიიღო მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ როინ დეკანოიძემ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძრვანელთან ერთად.

აღნიშნული შეხვედრები ხორციელდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით. პროგრამის მხარდამჭერია მსოფლიო ბანკი და USAID.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2988
 
 
 
სიახლეები
დეკ 31 შბ 2022
1015
 
 
სიახლეები
2023 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930