მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

COVID-19-ის პრევენციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია მარნეულში
17 აგვ 2021
 

COVID-19-ის პრევენციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი მარნეულის მუნიციპალიტეტს ეწვია. თეა ახვლედიანი, სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ, ზაურ ტაბატაძესთან ერთად სოფელ წოფში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ საინფორმაციო ბროშურები და სამედიცინო პირბადეები გადასცა.

სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მოქალაქეებს ჰქონდეთ სწორი და სრული ინფორმაცია ვაქცინაციის პროცესის შესახებ.

მოგახსენებთ, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატი განაგრძობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირებას COVID-19-ის პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კერძოდ ვაქცინაციის პროცესის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის აპარატმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მომზადებული საინფორმაციო მასალები გადასცა, რომლებიც გავრცელდება მარნეულის მუნიციპალიტეტში, ცენტრიდან დაშორებულ იმ სოფლებში, სადაც მოსახლეობას ნაკლებად აქვს წვდომა ინფორმაციაზე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1201
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2022 იანვარი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31