მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია გრძელდება
29 მარ 2020
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე, კორონავირუსთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალების  დარიგება,  აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე აქტიურად გრძელდება. 

მოსახლეობაში გავრცელებული მასალები აზერბაიჯანულად და სომხურად მოიცავს კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციებს, წესებს, რეკომენდაციებსა და შეზღუდვებს. მოქალაქეებს აგრეთვე დაურიგდათ სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი გაზეთების, „ვრასტანისა“ და „გურჯისტანის“ სპეციალური გამოცემები საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის წესების შესახებ.

საინფორმაციო კამპანიაში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მარნეულის ფილიალის მოხალისეები   მონაწილეობენ.

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო ფლაერების დამზადება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა უზრუნველყო.

მასალების გავრცელება ქვემო ქართლის რეგიონში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა , 16 მარტიდან უზრუნველყვეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4852
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1892
სექ 19 სამ 2023
2125
ივლ 05 ოთხ 2023
2261
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930