მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში საგაზაფხულო ხვნის სამუშაოები დაიწყო
24 თებ 2020
 

აღსანიშნავია, მუნიციპალიტეტი გასული წლების მსგავსად, დროებით  სარგებლობაში არსებული 5 ერთეული, სასოფლო–სამეურნეო ტექნიკით (ტრაქტორით) უსასყიდლოდ  მოემსახურება  სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

მარნეულის მერია, აღნიშნული პროგრამით 2017-2018 წლებში  277 ოჯახს დაეხმარა.

მიწის  დამუშავების პროცესს, ადგილზე გაეცნენ მარნეულის მერი ზაურ დარგალი და  მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე.

რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია „SOCAR“-მა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, 18 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, საქართველოსა და აზერბაიჯანის მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობების აღსანიშნავად გაფორმებული მემორანდუმის თანახმად გადასცა, რომელიც  სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებს, დროებით სარგებლობაში გადაეცათ.

პროგრამით 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები სარგებლობენ, რომლებიც აღნიშნული პროექტით, 0.5 ჰექტარის მოცულობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს  ამუშავებენ.

აღნიშნულ პროგრამას, მერის დავალებით,  უშუალოდ მუნიციპალური ა(ა)იპ „სუფთა მარნეული“ ახორციელებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5276
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1724
სექ 19 სამ 2023
1969
ივლ 05 ოთხ 2023
2140
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031