მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სამოყვარულო ველო–მარათონი მარნეულში
21 ნოემ 2019
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, აღმამედლო– კასუმლო– ულაშლოს დამაკავშირებელ 4 კილომეტრიან, ახლადრეაბილიტირებულ საავტომობილო გზაზე,  სამოყვარულო ველო–მარათონი გაიმართა, სლოგანით „ახალი გზა - ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია“.

მარათონში მონაწილეობა ადგილობრივმა ახალგაზრდებმა მიიღეს.

ღონისძიებას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები – თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი, ასევე მერიისა და საკრებულოს სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

აქტივობის ბოლოს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან, მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებული მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჯამეს.

აღსანიშნავია, რომ 4 კილომეტრიანი გზა, სამ სოფელს აღმამედლოს, კასუმლოსა და ულაშლოს აკავშირებს, რომლის კეთილმოწყობისთვის,  რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 1 397 539 ლარი დაიხარჯა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5726
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1724
სექ 19 სამ 2023
1970
ივლ 05 ოთხ 2023
2140
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031