პროექტს „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის მიერ გამოკვეთილი პრობლემებიდან ერთ-ერთს წარმოადგენდა სოფელ ზემო ყულარში, სოფლის საჯარო სკოლაში სასმელი წყლის არარსებობა. მოსახლეობის მიერ აღნიშნული საკითხის დაყენების შემდეგ, მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით, პრობლემა მყისიერად იქნა გადაჭრილი. დღეის მდგომარეობით აღნიშნული საჭიროება მოგვარებულია. სოფელში არსებულ რეზერვუარზე დაერთდა ახალი მილები და ყულარის საჯარო სკოლას მიეწოდება სასმელი წყალი.
მოსახლეობასთან შეხვედრის შემდგომ მყისიერად გადაიჭრა, სოფელ ულაშლოს მოსახლეობის მხრიდან დაყენებული პრობლემური საკითხიც, მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის თაობაზე.
რამდენიმე დღეა, სოფელ ულაშლოს მოსახლეობას უკვე აქვს შესაძლებლობა მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის. რაც აქამდე სოფელში შიდა გზის არარსებობის გამო ვერ ხერხდებოდა. აღნიშნულ სოფელში ასფალტის საფარი მიმდინარე წელს დაიგო.
სიახლეები
მარნეულში ღია შეხვედრის ფარგლებში გამოკვეთილ პრობლემებს რეაგირება მოჰყვა
31 ოქტ 2019
მნახველთა რაოდენობა: 4932
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
334
აპრ 22 ოთხ 2020
15536
აპრ 22 შბ 2017
28722
იან 09 ორშ 2017
28311
აგვ 30 სამ 2016
30334
აგვ 27 შბ 2016
29625
სექ 02 პარ 2016
28009
აგვ 26 პარ 2016
27519
აგვ 30 სამ 2016
25687