მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულს შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარე ეწვია
29 ოქტ 2019
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტს, შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარე მარინა კარობიო გუშეტი და შვეიცარიის პარლამენტის წევრები ეწვივნენ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შვეიცარიის მაღალი თანამდებობის პირებმა, მუნიციპალური სერვისი „ქალთა ოთახი“ მოინახულეს- მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვაში ქალთა ჩართულობას გაეცნენ და  ადგილობრივ მეწარმე ქალებს შეხვდნენ.

ოფიციალურ დელეგაციას მასპინძლობა, მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა და მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რუსლან გაჯიევმა  გაუწიეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ,  შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული ხელმძღვანელი დანიელ მევლი, შვეიცარიის ელჩი საქართველოში პატრიკ ფრანცენი, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5401
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1700
სექ 19 სამ 2023
1947
ივლ 05 ოთხ 2023
2120
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031