მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეული ტრადიციადქცეულ საერთაშორისო მულტიდისციპლინურ ფესტივალს „One Caucasus” მასპინძლობს
22 აგვ 2019
 

მარნეულში, ტრადიციადქცეული ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ – „ONE CAUCASUS” ოფიციალურად გაიხსნა.

22-25 აგვისტოს სოფელი წერაქვი მეხუთედ  მასპინძლობს  საერთაშორისო მულტიდისციპლინურ ფესტივალს „One Caucasus”.

წელს ფესტივალი მუსიკოსებს 10 ქვეყნიდან, მათ შორის: აზერბაიჯანი, ბენინი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, საქართველო, სენეგალი, სომხეთი, უკრაინა, შოტლანდია მიიღებს.

One Caucasus ეს არის საერთაშორისო ფესტივალი და გრძელვადიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს შექმნას შემოქმედებითი და უსაფრთხო სივრცე კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და არა მარტო მათთვის.

"One Caucasus-ის მიზანს, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს შორის, საერთო კულტურული დიალოგის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და თავისუფალი სივრცის შექმნა წარმოადგენს, რომელიც განსხვავებული პროფესიისა და შეხედულების ადამიანებს აერთიანებს"

ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური პირები, ადგილობრივი მოსახლეობა,  მეზობელ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდები,  არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და  სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5206
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1900
სექ 19 სამ 2023
2136
ივლ 05 ოთხ 2023
2274
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930