მარნეულის მუნიციპალიტეტში, წუხელ ღამით, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნის საპატივსაცემოდ, სოფელ წერეთელში არსებულ 9 აპრილის სახელობის სკვერში აქცია-ღონისძიება სლოგანით - „მადლობა თავისუფლებისთვის“ გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილების გვირგვინებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ამ დღეს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მოძღვრებმა გადაიხადეს.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი, მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მოადგილე მამუკა ნავერიანთან ერთად. ასევე თვითმმართველობის თანამშრომლები და მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები.
ღონისძიება, რომელსაც ორგანიზებას მარნეულის კულტურის ცენტრი უწევდა, თემატური აქტივობებით იყო დატვირთული. სპეციალურად მოწყობილ ეკრანზე ნაჩვენები იქნა 1989 წლის 9 აპრილისა და 1991 წლის 9 აპრილის მოვლენების ამსახველი დოკუმენტური კადრები.
მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ახლადრეაბილიტირებული 9 აპრილის სახელობის სკვერი, სწორედ დღევანდელ დღეს გაიხსნა.
ღონისძიების დასასრულს, კი ახალგაზრდებმა სიმბოლურად ცაში, 21 მანათობელი ფრანი გაუშვეს.
1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, გამთენიისას პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევისას, 21 ადამიანი დაიღუპა, ათასობით მოქალაქე კი დაშავდა. ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
სიახლეები
მარნეულში 9 აპრილისადმი ღონისძიება -„მადლობა თავისუფლებისთვის“ გაიმართა
09 აპრ 2019
მნახველთა რაოდენობა: 5799
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
419
აპრ 22 ოთხ 2020
15589
აპრ 22 შბ 2017
28811
იან 09 ორშ 2017
28371
აგვ 30 სამ 2016
30379
აგვ 27 შბ 2016
29666
სექ 02 პარ 2016
28079
აგვ 26 პარ 2016
27584
აგვ 30 სამ 2016
25724