მარნეულის მუნიციპალიტეტს, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ეწვივნენ.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ნოვრუზის დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობას პირადად მიულოცა.
პრემიერ - პრემიერთან ერთად, დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა სერენ იაზგანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თამაზ ნავერიანი, რუსლან გაჯიევი და სხვა მოწვეული სტუმრები.
მუნიციპალიტეტში სტუმრად მყოფ პირებს მარნეულის ადგილობრივმა ხელისუფლების პირველმა პირებმა, მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ, მოადგილემ ლაჟა ლობჯანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ და თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა ნავერიანმა უმასპინძლეს.
სტუმრებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამ დღისთვის ცენტრალურ ქუჩაზე სახელდახელოდ მოწყობილი პავილიონები, ეთნოკუთხეები დაათვალიერეს, დააგემოვნეს ტრადიციული ტკბილეულის სუფრა, მოინახულეს სპორტული ასპარეზობები და დაესწრნენ ღონისძიებას, რის შემდეგაც სცენაზე გადაინაცვლეს და მოსახლეობას, ნოვრუზის დღესასწაული მიულოცეს.
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი საკონცერტო პროგრამას დაეთმო, სადაც მაყურებლის წინაშე წარსდგნენ, როგორც ადგილობრივი ასევე, მოწვეული შემოქმედებითი კოლექტივები და სოლო შემსრულებლები.
სიახლეები
მარნეულში ნოვრუზ ბაირამი აღინიშნა
21 მარ 2019
მნახველთა რაოდენობა: 5788
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
389
აპრ 22 ოთხ 2020
15568
აპრ 22 შბ 2017
28770
იან 09 ორშ 2017
28344
აგვ 30 სამ 2016
30360
აგვ 27 შბ 2016
29655
სექ 02 პარ 2016
28056
აგვ 26 პარ 2016
27559
აგვ 30 სამ 2016
25717