მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა, მარნეულელი ახალგაზრდებისთვის, დღეიდან ახალი პროექტის, - „საინტერესო ადამიანები, საინტერესო თემებით“ განხორციელება დაიწყო.
პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში შედგა, რომელსაც თავისუფალი თეატრის მსახიობი, თამუნა ნიკოლაძე უძღვებოდა. დღევანდელი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც მსახიობმა დამსწრეებს, მომავალში ჩანიშნული შეხვედრების თემატიკა გააცნო და აღნიშნა, რომ მარნეულელ ახალგაზრდებთან იგი, მეტყველების კულტურისა და ბგერების სწორად გამოთქმის კურსს გაივლის. დღესვე ახალგაზრდებს მოწვეულმა ტრენერმა, პრაქტიკული სავარჯიშოებიც შესთავაზა.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის კულტურის ცენტრის მიერ, ინიცირებული პროექტის მიზანია, მარნეულელი ახალგაზრდების შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება, ხელოვნების პროპაგანდა და ცხოვრების გამრავალფეროვნება.
პროექტის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ შეხვდნენ ხელოვნების სფეროში მოღვაწე წარმატებულ ადამიანებს, გაეცნონ ისეთ სახელოვნებო დარგებს როგორიცაა: კინოხელოვნება, ოპერა, ბალეტი, სახვითი ხელოვნება, თეატრი.
დაესწრონ მეტყველების კულტურისა და ბგერების სწორად გამოთქმის მოკლე კურსს.
პროექტის ფარგლებში საჯარო ლექციებს გაუძღვებიან:
ლაშა ჩხარტიშვილი - თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.
ლელა ოჩიაური-კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. თამუნა ნიკოლაძე, - თავისუფალი თეატრის მსახიობი.
სიახლეები
პროექტი - „საინტერესო ადამიანები, საინტერესო თემებით“
04 თებ 2019
მნახველთა რაოდენობა: 6536
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
323
აპრ 22 ოთხ 2020
15517
აპრ 22 შბ 2017
28706
იან 09 ორშ 2017
28300
აგვ 30 სამ 2016
30323
აგვ 27 შბ 2016
29614
სექ 02 პარ 2016
27997
აგვ 26 პარ 2016
27504
აგვ 30 სამ 2016
25674