მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ინფრასტრუქტურული პროექტები

 

მერმა სოფელ მარადისში დასრულებული სკვერი მოინახულა
15 თებ 2018
 

15 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე  ამირან გიორგაძესთან და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ყულარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მარადისში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი - დასასვენებელი სკვერი მოინახულა. ინფრასტრუქტურული პროექტის მონახულების შემდგომ  თემურ აბაზოვი  ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, გააცნო მიმდინარე წელს სოფელ მარადისში დაგეგმილი პროექტები, მოისმინა მათი საჭიროებები და კომპეტენციის ფარგლებში მოგვარებას დაპირდა.
აღსანიშნავია, რომ სოფელ მარადისში  მოსახლეობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე  მოეწყო დასასვენებელი სკვერი, რომლისთვისაც თანხა  27 819 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.  პროექტის ფარგლებში ტერიტორია შემოიღობა  მავთულბადის ღობით, მოეწყო დეკორატიული ფილებით მოპირკეთებული ბილიკი, გარე განათების ბოძები, მოსასვენებელი სკამები და ფანჩატური.
მოზარდებისთვის ფრენბურთის მოედანი, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვებისთვის  სათამშო კუთხე.  

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4864
 
 
 
ინფრასტრუქტურული პროექტები
თებ 21 ხუთ 2019
4816
 
     
    სიახლეები
    2024 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031