მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ინფრასტრუქტურული პროექტები

 

სოფელ ქვემო სარალში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
22 აგვ 2017
 

მარნეულის მუნიცპალიტეტში, სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით,  გრძელდება  სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
ამჟამად შულავრის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ქვემო სარალში მიმდინარეობს წყალსადენის სისტემის მოწყობა, რომლის ფარგლებში  სოფელი დაიქსელება 15 კმ-ის მოცულობის პოლიეთილენის მილებით. ასევე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ოჯახების  ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
პროექტი ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის საერთო ღირებულებაა  279 999 ლარი.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან,  გამოყოფილია 151 199 ლარი,    ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 128 800 ლარი.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა.  2016 წელს მოეწყო სასმელი წყლის სათავე ნაგებობა და  ჭაბურღილი, 2017 წელს დაგეგმილი იყო შიდა ქსელის მოწყობა.
სამუშაოები დასრულდება მიმიდინარე წლის 20 ოქტომბერს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4793
 
 
 
ინფრასტრუქტურული პროექტები
თებ 21 ხუთ 2019
4886
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930