მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
განცხადება

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება
06 ოქტ 2020
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია, სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ თაზაკენდში, სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, კომერციული ფართის მშენებლობლობასთან დაკავშირებით გამოთქმულ პროტესტს ეხმაურება.

გვინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ნებისმიერი უნებართვო მშენებლობა დაუშვებელია, შესაბამისად, კანონით დადგენილ წესებთან შეუსაბამო ყველა ქმედებას, მოჰყვება რეაგირება.

ამასთან, გვსურს განვუმარტოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში, ზემოაღნიშნულ ფაქტზე რეაგირება ჩვენი მხრიდან უკვე განხორციელდა. თუმცა მკაფიოდ განვმარტავთ, რომ ის ადგილი სადაც მიწის სამუშაოები მიმდინარეობდა, არ წარმოადგენს სოფლის სასაფლაოს ტერიტორიას და მის კუთვნილებასთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

ამასთან გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 21 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის № 1629 განკარგულებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, (1467 კვ.მ მოცულობის არასასოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) აღნაგობის ხელშეკრულებით, 30 წლის ვადით, სარგებლობაში გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებით გადაეცა, ერთ-ერთ კერძო კომპანიას. აღნიშნულმა კომპანიამ მიწის პირველადი სამუშაოები მერიასთან შეუთანხმებლად, სპეციალისტების შეფასებით, ხარვეზებით აწარმოა, რასაც ჩვენის მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა, რაც კომპანიის დაჯარიმებას გულისხმობს.

აქვე სრული პასუხისმგებლობით განვმარტავთ, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოსდა სამუშაოები სასაფლაოს კუთვნილ ტერიტორიაზე მიმდინარებს და ადგილი აქვს სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონების არამართლზომიერად განკარგვას, არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება ჩვენი მოქალაქეების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობას.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანისგან. რადგან, ეს არის ძალიან მარტივად გადამოწმებადი არასწორი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეყავს ჩვენი მოქალაქეები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2641
 
 
 
განცხადება
აპრ 17 ოთხ 2024
283
აპრ 01 ორშ 2024
93
თებ 27 სამ 2024
425
თებ 21 ოთხ 2024
467
დეკ 15 პარ 2023
873
ნოემ 29 ოთხ 2023
671
ნოემ 24 პარ 2023
649
ნოემ 03 პარ 2023
723
ნოემ 16 ხუთ 2023
683
ნოემ 15 ოთხ 2023
1472
ნოემ 13 ორშ 2023
759
ოქტ 30 ორშ 2023
868
ოქტ 04 ოთხ 2023
934
ოქტ 01 კვ 2023
832
აგვ 20 კვ 2023
930
აგვ 01 სამ 2023
1011
ივლ 31 ორშ 2023
1329
ივნ 14 ოთხ 2023
990
თებ 17 პარ 2023
1163
იან 16 ორშ 2023
1184
იან 10 სამ 2023
1163
ნოემ 07 ორშ 2022
1423
ოქტ 20 ხუთ 2022
1400
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930