მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
განცხადება

 

მარნეულში ქართული ღვინის კვირეული იხსნება
28 სექ 2017
 

ხვალ, 29 სექტემბერს 12:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მარნეულში იხსნება  ღვინის კვირეული სახელწოდებით - „მარნეული- ვაზის აკვანი“, სადაც მოსულ სტუმრებს ქართული ღვინის მწარმოებელი მსხვილი და საშუალო კომპანიები, მცირე და ოჯახური მარნები წარმოუდგენენ საკუთარ პროდუქციას.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ქართული ღვინის, თაფლის, ყველის და სხვა სასოფლო -სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.
ქართული ღვინის კვირეული მარნეულში დატვირთული იქნება სხვადასხვა აქტივობებით:
ღია ცის ქვეშ, ჩატარდება 7 წუთიანი ლექცია – პრეზენტაცია, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მსოფლიოში უძველესი წიპწებისა და საღვინე ჭურჭლის შესახებ (მომხსენებელი ეროვნული მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი მინდია ჯალაბაძე).
საზეიმოდ დაიწურება ყურძენი საწნახელში, მოდუღდება თათარა და ამოივლება ჩურჩხელები, ანსამბლ „ჰუჯაბის“ მიერ შეასრულებული ფერხულის სიმღერის „საწნახლური“-ს თანხლებით.
მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვა, ასევე  გაიმართება ქართული ჭიდაობის ტურნირი.

ღვინის კვირეულის გახსნის ცერემონიალს,  ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5364
 
 
 
განცხადება
თებ 27 სამ 2024
161
თებ 21 ოთხ 2024
208
დეკ 15 პარ 2023
624
ნოემ 29 ოთხ 2023
412
ნოემ 24 პარ 2023
403
ნოემ 03 პარ 2023
473
ნოემ 16 ხუთ 2023
437
ნოემ 15 ოთხ 2023
1211
ნოემ 13 ორშ 2023
497
ოქტ 30 ორშ 2023
625
ოქტ 04 ოთხ 2023
687
ოქტ 01 კვ 2023
599
აგვ 20 კვ 2023
705
აგვ 01 სამ 2023
767
ივლ 31 ორშ 2023
1107
ივნ 14 ოთხ 2023
769
თებ 17 პარ 2023
944
იან 16 ორშ 2023
961
იან 10 სამ 2023
945
ნოემ 07 ორშ 2022
1203
ოქტ 20 ხუთ 2022
1175
 
     
    სიახლეები
    2024 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031