მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი

გამგეობა არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს გამგებლის  უფლებამოსილების განხორციელებას. გამგეობას ხელმძღვანელობს გამგებელი, რომელიც არის მუნიციპალიტეტის  უმაღლესი თანამდებობის პირი.
მერაბ თოფჩიშვილი– მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, იგი არჩეულია მარნეულის მუნიციპალიტტეის მოსახლეობის მიერ 2014 წლის 15 ივნისს გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად.
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა შედგება სტრუქტურული 9 ერთეულებისგან. გამგეობის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის დავალებების შესრულებას. ამ ეტაპისთვის წარმოდგენილ გამგეობის  9 სტრუქტურულ ერთეულს  აქვს ქვედანაყოფები– სამსახურის განყოფილებები (ჯამში 17 განყოფილება)რომლებიც განისაზღვრება გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით.
მანეულის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირები არიან: გამგებელი, გამგებლის პირველი მოადგილე, გამგებლის ორი მოადგილე და გამგებლის  სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.  მუნიციპალიტეტში მათი რაოდენობა შეადგენს  ცამეტს.


 
 
2017 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930