მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
2014-11-19
დღეს მარნეულის გამგეობის შენობაში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდამ“  კამპანია „თვითმმართველობის დროას“ ფარგლებში  ადგილობრივი თვითთმართველობის წარმომადგენლებთან სამუშაო  შეხვედრა გამართა.
ვრცლად
2014-11-18
დღევანდელ ყოველკვირეულ თათბირს, რომელიც გამგებლის მოადგილეებმა ზაურ ტაბატაძემ, თემურ ბერიძემ და ქამანდარ ისმაილოვმა ჩაატარეს,   სამსახურებისა და   სსიპ-ს ხელმძღვანელებთან, შპს- დირექტორებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს მიმდინარე პროექტები და მუშაობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს.
ვრცლად
2014-11-17
1. მარნეულის მუნიციპალიტეტის 2015 წლის სახელმწიფო გეგმის დამტკიცების შესახებ/მომხს. ზ. კვანჭიანი/    
ვრცლად
2014-11-15
15 ნოემბერს  მარნეულის მუნიციპალიტეტში  დასუფთავება - გამწვანების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში დასუფთავდა საჯარო სკოლის ეზოები და დაირგო 500 - მდე სხვადასხვა ჯიშის ნერგი.
ვრცლად
2014-11-14
დღეს  მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში სოფლის დაარსების 63 წლისთავთან დაკავშირებით სახალხო დღესასწაული გაიმართა,  რომელსაც გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  დაესწრო.
ვრცლად
2014-11-14
დღეს ქალაქ მარნეულში 20 იანვრის ქუჩაზე მდებარე ყოფილი  საბავშვო ბაღის შენობაში შესახლებულ  აფხაზეთიდან  დევნილ 19 ოჯახს  უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცათ.
ვრცლად
2014-11-13
დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს  შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის " ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის ახლად დანიშნულ  მენეჯერთან  ზურაბ მელიქიშვილთან.
ვრცლად
2014-11-12
  12 ნოემბერს მარნეულის  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ორგანიზაცია „კივიტას გეორგიკამ“  ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაცია „აგორასთან“ ერთად  პროექტის „ქართველები ევროპაში -ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება“-ს გაცნობითი პრეზენტაცია გამართა.
ვრცლად
2014-11-12
  დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად №3 საბავშვო ბაღს ესტუმრა, სადაც პატარა აღსაზრდელებმა შემოდგომის ზეიმი გამართეს.გამგებელმა ღონისძიებაზე შეკრებილ პედაგოგებს, მშობლებსა და აღსაზრდელებს გულითადი მადლობა გადაუხადა მიწვევისთვის და შემოქმედებით საქმიანობაში  წარმატება უსურვა.
ვრცლად
2014-11-11
11 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში  სამშაბათის  ტრადიციული  თათბირი გაიმართა, სადაც გამგებლის მოადგილეებმა ზაურ ტაბატაძემ, თემურ ბერიძემ და ქამანდარ ისმაილოვმა  სსიპ-ის ხელმძღვანელებთან,  შპს-ს დირექტორებთან და  ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან ერთად  შეაჯამეს გაწეული  სამუშაოები   და  სოფლებში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს.
ვრცლად
2014-11-07
დღეს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა  სამუშაო შეხვედრა ჩაატარა, სადაც  მიწვეულები იყვნენ ადგილობრივი საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების,  მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები  და  სხვა დაინტერესებული პირები.
ვრცლად
2014-11-07
დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი  არასამთავრობო ორგანიზაციების - ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ქალთა ფონდი ტასოს წარმომადგენლებს შეხვდა.
ვრცლად
2014-11-06
  დღეს,  6 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამუშაო ვიზიტით ლიტვაში სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე სპეციალისტები იმყოფებოდნენ.  მათ საქართველოს  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში არსებული  საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლებს  მრავალფეროვანი საკონსულტაციო მომსახურების  საკითხებთან დაკავშირებით ლიტვური გამოცდილება გაუზიარეს ადგილობრივი ფერმერების დასახმარებლად.
ვრცლად
2014-11-06
  6 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შპს „გამა კონსალტინგის“ წარმომადგენლებმა დებედა ჰესის  გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა მოაწყვეს, რომელსაც ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ზაურ ტაბატაძე,  მარნეულის გამგეობის სხვადასხვა  სამსახურის   თანამშრომლები, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ლევან იოსელიანი,  დებედა ჰესის პროექტის  შპს „ექსპო ჯორჯია“-ს წარმომადგენლები და სხვა სპეციალისტები.
ვრცლად
2014-11-04
  4 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში  ბოსტნეულის წარმოების ტექნიკის შესახებ  ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც   სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარნეულის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ვრცლად
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930