მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა
06 სექ 2022
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამუშაო შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების და განყოფილებების უფროსები ესწრებოდნენ. თათბირზე, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ პროექტებზე, მოქალაქეთა საჭიროებებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ასევე, მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებზე.

აღსანიშნავია, რომ მერიის სამსახურებმა უნდა წარადგინონ განახლებული ანგარიში მიმდინარე საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ.

სამუშაო შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მერის მოადგილე თემურ შუბითიძე ესწრებოდნენ.

„საჯარო მოხელის უმთავრეს მისიას მოქალაქეთა ინტერესების რეალიზაცია წარმოადგენს; ჩვენი მიზანია ამ მიმართულებით ყველა სამსახური მაქსიმალური დატვირთვით მუშაობდეს.“- მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1998
 
 
 
სიახლეები
ივლ 05 ოთხ 2023
580
 
 
სიახლეები
2023 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031