მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სარწყავი სისტემის მოწყობა სოფელ ხიხანსა და შაუმიანში
18 ივნ 2022
 

30 წლიანი პაუზის შემდეგ, სოფლებში, ხიხანსა და შაუმიანში სარწყავი სისტემა ამოქმედდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ შაუმიანისა და ხიხანის მოსახლეობა 30 წლიანი პაუზის შემდეგ, სარწყავი წყლით წელს პირველად  ისარგებლებს.    

სოფელ ხიხანსა და შაუმიანში საირიგაციო ქსელი 3 ათეული წელია არ ფუნქციონირებს. საქართველოს მელიორაციის მიერ განხორციელებული პროექტის შედეგად, აღდგენილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით, 1000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება.

სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა სატუმბი სადგურების მშენებლობა, მილსადენების, წყალგამანაწიებელი კვანძების, წყალშემკრებებისა და სხვა სამელიორაციო ნაგებობების მოწყობა. პროექტის  ღირებულებამ   3,8 მილიონი ლარი შეადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან, პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატ ზაურ დარგალთან, მარნეულის მერ კენან ომაროვთან, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან, „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორ თენგიზ ნასარიძესთან და რეგიონის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მარნეულში იმყოფებოდა. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ხიხანის მოსახლეობას შეხვდნენ და რეაბილიტირებული   სამელიორაციო ინფრასტრუქტურა  ადგილზე დაათვალიერეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3023
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1893
სექ 19 სამ 2023
2126
ივლ 05 ოთხ 2023
2262
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930