მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

9 მაისი
09 მაი 2022
 

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები მოინახულეს, სასაჩუქრე კალათები პირადად გადასცეს და გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს.

ასევე, სოფელ კაჩაგანში, შაუმიანსა და სადახლოში 9 მაისის მემორიალები გვირგვინებით შეამკეს.  

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს  მიიღებენ.

შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი  უკვე მოაწერა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2296
 
 
 
სიახლეები
დეკ 31 შბ 2022
668
ნოემ 22 სამ 2022
1101
 
 
სიახლეები
2023 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031