20 აპრილს, მარნეულის ამერიკული კუთხის ორგანიზებით, „კულტურის ცენტრისა“ და საჯარო ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, საქართველო - ამერიკის დიპოლომატიური ურთიერთობების 30 წლისა და მარნეულის ამერიკული კუთხის ერთი წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
აქტივობას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე, ამერიკის საელჩოს სახალხო დიპლომატიის ოფიცერი – ალთია ქოლი-მერფრი, ამერიკული სივრცეების კოორდინატორი – გიორგი გაბუნია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის მოეწყო ვიქტორინა - გამოვლენილ გამარჯვებულებსა და ამერიკული კუთხის აქტიურ მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
სიახლეები
21 აპრ 2022
მნახველთა რაოდენობა: 500
სიახლეები

















