მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მთავრობის დადგენილებით მარნეულში 25 ოჯახს ბინა დაუკანონდა
30 დეკ 2021
 

მარნეულში,  საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა  25 ოჯახს აღარ ექნება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბინები მათ სიმბოლურ ფასად 1 ლარად  გადაეცათ.

ფართების  დაკანონების შესახებ ინფორმაცია, მოსახლეობას  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა  გიორგი დოხტურიშვილმა, მარნეულის  მერმა კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გააცნეს და მთავრობის განკარგულების ასლები პირადად გადასცეს.

აღსანიშნავაი, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში დაახლოებით 70 ოჯახის მომართვის საფუძველზე, მიმდინარეობს შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, რომელზეც განხორციელდება ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ შუამდგომლობის გაწევა.

იმ 25 ოჯახს, კი ვისი ფართიც დაკანონების შესახებაც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ბინის კანონიერი მესაკუთრეობისთვის მხოლოდ საჯარო რეესტრის შესაბამისი რეგისტრაცია დასჭირდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3394
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1913
სექ 19 სამ 2023
2151
ივლ 05 ოთხ 2023
2287
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930