საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიის „ვიცრებით ერთმანეთისთვის“ ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ქეშალოსა და კაპანახჩიში შეხვედრები გაიმართა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ვაქცინაციის მნიშვნელობის და საჭიროების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის მსურველებმა ადგილზე ჩაიტარეს Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრა, სრულად აღჭურვილი მოძრავი ამბულატორიის და სათანადო ბრიგადების დახმარებით.
კამპანიაში მონაწილეობა მიიღო მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ როინ დეკანოიძემ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძრვანელთან ერთად.
აღნიშნული შეხვედრები ხორციელდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით. პროგრამის მხარდამჭერია მსოფლიო ბანკი და USAID.
სიახლეები
კამპანია „ვიცრებით ერთმანეთისთვის“
22 დეკ 2021
მნახველთა რაოდენობა: 2987
სიახლეები

















