მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში წყლისა და წყალარინების (კანალიზაციის) სრულიად ახალი, თანამერდოვე სისტემები შენდება
25 მაი 2020
 

სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციების შესაბამისად განახლდა და შეუფერხებლად, ყველა წესის დაცვით გრძელდება;

პროექტის ფარგლებში შენდება მარნეულის წყალმომარაგება-წყალარინებისა და ბოლნისის კოლექტორისა და წყალარინების სისტემები, ასევე, მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობა.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, მარნეულის მერი ზაურ დარგალი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი,  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია და  ადგილობრივი ხელისუფლების სხვა ხელმძღვანელი  პირები   გაეცნენ.

პროექტების დასრულების შედეგად, ქალაქ მარნეულის და მარნეულის მუნიციპალიტეტის მიმდებარე სოფლების - წერეთლის, საიმერლოს, დიდი ბეგლიარის, პატარა ბეგლიარისა და ყიზილაჯლოს მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით კი ისარგებლებენ მარნეულის, ბოლნისისა და სოფელ ყიზილაჯლოს ადგილობრივი მაცხოვრებლები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5307
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1605
სექ 19 სამ 2023
1855
ივლ 05 ოთხ 2023
2029
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031