ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სახელით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, ფულადი ჯილდო და სასაჩუქრე კალათები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერის, ზაურ დარგალის ინიციატივით, მერის სარეზერვო ფონდიდან თითიოეულ ვეტერანს, წელს დამატებით, სოციალური პროგრამიდან გაცემული 250 ლარის გარდა, 300 ლარის ოდენობით ფულადი ჯილდოები გადაეცათ. წელს თითოეულ ვეტერანზე და ასეთი ჩვენს მუნიციპალიტეტში 6-ია, გაცემული ფულადი თანხა, 550 ლარს შეადგენს.
„გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლის იუბილეს.
მსურს მივულოცო, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ყველა ვეტერანს, განსაკუთრებულად კი მარნეულში მცხოვრებ სახელოვან ვეტერნებს, რომლებიც იბრძოდნენ საკუთარი სამშობლოსა და მთელი კაცობრიობის დასაცავად.
როგორც მარნეულის მერი და ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე მადლიერებას გამოვხატავ და ქედს ვიხრი თითოეული მათგანის თავდადების წინაშე, ხოლო პატივს მივაგებ გარდაცვლილთა ხსოვნას.“- მარნეულის მერი, ზაურ დარგალი;
სიახლეები
ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლის იუბილე
09 მაი 2020
მნახველთა რაოდენობა: 5078
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
414
აპრ 22 ოთხ 2020
15587
აპრ 22 შბ 2017
28807
იან 09 ორშ 2017
28367
აგვ 30 სამ 2016
30375
აგვ 27 შბ 2016
29666
სექ 02 პარ 2016
28075
აგვ 26 პარ 2016
27580
აგვ 30 სამ 2016
25722